გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი იაკობაშვილი კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნაზე: ეს ნიუსი გულზე მალამოდ დაედებათ ლევან ხაბეიშვილს, თეა თუთბერიძეს და "დინამო თბილისის" ადმინისტრაციას

11-03-2023

ეს ნიუსი გულზე მალამოდ დაედებათ ლევან ხაბეიშვილს, თეა თუთბერიძეს და "დინამო თბილისის" ადმინისტრაციას: "კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს, ასე ეხმაურება For.ge-ის რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომკანადის მთავრობა, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციის მიზნით, სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს.

 

მისი თქმით, მაშინ, როცა აშშ-ში უკვე მოქმედებს მსგავსი კანონი, ევროკავშირი და კანადა კი განიხილავენ მის მიღებას, მსგავსი კანონი საქართველომაც უნდა მიიღოს. ეს ნიუსი გულზე მალამოდ დაედებათ ლევან ხაბეიშვილს, თეა თუთბერიძეს და "დინამო თბილისის" ადმინისტრაციას:

 

"კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს. იქაური ენჯეოშნიკები ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ". არ გახდიან და... ჯარიმა და პატიმრობა ზედ აქვთ, ანუ, როგორც აფროაფრიკელთა ბელადი იტყოდა - მაკუმბა!!! ხოლო როგოორც იტყოდა ენდოკრინოლოგი ხაჩიკიანი- ჰაიტარაკუმენ რესპუბლიკა.

 

ახლა ის დროა, პაატა ბურჭულაძე და ელენე ხოშტარია სადმე ტორონტოში ან მონრეალში დარბოდნენ და ჩხაოდნენ: "არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!" ჩვენ კიდევ... ჩვენ სად ვეტენებით - რა ნატო, რის ევროკავშირი... ამერიკა მაგ კანონით ცხოვრობს, ევროპა და კანადა ეგეთი კანონის მიღებას აპირებენ... ან ჩვენც მივიღოთ ეგ კანონი და ანაც ამაზონის ტყეების ველურ ტომებს შევეკრათ, როგორც მიერთებული ტრიტორია. იმათ არც რუსული კანონი იციან და არც ჩრდილოკორეული კონსტიტიტუცია, ჩვენ კი ის ვიცით, რომ ხვალ-ზეგ კორუფციისთვის ან კუბილიუსს დაიჭერენ და ან ანა ფოტიგას.

 

ჰოდა, გეკითხებით: გვინდა ჩვენ რუსული კანონებით მცხოვრები ნატო და კორუფციით გამოხრული ევროკავშირი? ეჰ, რა მაცინებს, რა..." - წერს იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031