გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ვამაყობდი თანამედროვე საზრიანი ახალგაზრდებით, მეგონა, რომ კრიტიკული აზროვნებით ჩვენზე მეტად დაჯილდოებული არიან - გადამოწმება უყვართ მეთქი: ხომ არ გვაბოლებენ, ხომ არ გვიყენებენ, ხომ არ მანიპულირებენ ჩვენით... ვცდებოდი...

12-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომელიც მან კანადაში უცხოური გავლენის აგენტის რეესტრის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა - „არ ვიცი, უნდა შევისწავლო და მერე გეტყვით“.

 

„ნუღარ შეისწავლი, ტაქტიკა შერჩეული გაქვთ უკვე - უსამშობლო ლაქიების შესაფერისი, მონური. ზოგმა დაწერა უკვე - სად კანადა და სად საქართველოო. ზოგმა რაღაც დემოკრატიის ინდექსები მოიშველია - კანადას ათი ქულა აქვსო, საქართველოს კიდევ ხუთიო რა ინდექსი, საიდან მოიტანეთ? ანუ დაბოლების მასტერ-კლასი in action. ზოგმა საერთოდ სასწაული თქვა - კანადას ერთადერთი ვისი ეშინიაო, ჩინეთია. ამიტომ მხოლოდ ჩინეთის, და არა ზოგადად უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე განიხილავს კანონპროექტს, თორემ ზოგადი რომ ყოფილიყო - „იასნია“ რომ „რუსული“ იქნებოდა, ახლა კი, „დაჟე“ კანადურიც არაა, „ანტიჩინურია“.

 

რატომღაც ვამაყობდი თანამედროვე საზრიანი ახალგაზრდებით, მეგონა, რომ კრიტიკული აზროვნებით ჩვენზე მეტად დაჯილდოებული არიან - გადამოწმება უყვართ მეთქი: ხომ არ გვაბოლებენ, ხომ არ გვიყენებენ, ხომ არ მანიპულირებენ ჩვენით. ვცდებოდი - გამაძღარმა უსამშობლო დამკვეთებმა გამოგიყენეს და უხერხულ მდგომარეობაში მიგატოვეს. იმედია, კითხვა მაინც გიყვართ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ინგლისურად! მაშინ შემოგთავაზებთ ცნობილი ინგლისელი პუბლიცისტის, კონსერვატორის, დუგლას მიურეის 2019 წლის ბესტსელერს: „The Madness of Crowds: Gender, Race and Identity“ (ბრბოს სიგიჟე), ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით ავტორის პიროვნების თვალსაზრისით: ანგლიკანური კოლეჯის კურსდამთავრებული ათეისტია და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის კონსერვატორი. ეს მაინც წაიკითხეთ, თორემ „სიბრძნე სიცრუისა“ ან „სახარება“ რომ შემოგთავაზოთ - ესენიც ხომ „იავნათ“ - „რუსული“ ნარრატივია“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930