გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ცდილობენ, ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი; ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი

13-03-2023

2012 წლის შემდეგ ყოველ დღე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც გვიწევდა ამ ნარატივის, სიცრუისა და სიყალბის გაფანტვა, რომ თითქოს ეს არის პრორუსული მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი არის პრორუსი ოლიგარქი და ა.შ. თუ ამ „პრორუსმა ოლიგარქმა" ამდენი მაგარი საქმე გაგიკეთა, ქვეყანა ააშენა, 3 მლრდ დაახარჯა, შემდეგ ქვეყანას მოუტანა რეალური ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ახლა უკვე გახსოვთ შარშან, მადლობა ყველას და გუნდს, მე მხვდა წილად ბედნიერება მომეწერა ხელი განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე და ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა.


სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში პერსპექტივა კი არ გვექნებოდა ჩვენ საერთოდ არსებობას შევწყვეტდით, როგორც სუვერენული სახელმწიფო. სააკაშვილი გახსოვთ რომ პირდაპირ ისწრაფვოდა გრძელვადიანი მმართველობისკენ, ათასი იდეა ჰქონდა, ხან სინგაპურიზაცია უნდოდა, გვაშორებდა დღითიდღე ევროპას. მე არ მახსოვს მაშინ ამ ადამიანების პროტესტი, საერთოდ ესმოდათ ევროპული იდეის მნიშვნელობა? არც ერთი ადამიანი არ იყო, რატომ?!, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავად საუბრობს ფაქტებით, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსხვავებით ნაცმოძრაობისგან.


„აი გვარამია, რომელიც დღეს წარმოჩენილია მედიამენეჯერად იყო პროკურორი, რომელმაც თქვენი ტელევიზია წაგართვათ, „იმედი". ამიტომ ჩვენო მეგობრებო, თანამოქალაქენო, ნაკლები ემოციები გვჭირდება დღეს. ძალიან რთული დროა, კიდევ ვერ ვხვდებით მგონი სად ვართ, კიდევ ვერ ხვდებიან ადამიანები სად არიან, შეხედეთ რა ხდება უკრაინაში 20% არის უკვე ოკუპირებული. 20%. ამბობენ, რომ 800 მლრდ-დან 1 ტრილიონ დოლარამდე უკრაინას მიყენებული აქვს ზარალი. უკრაინის GDP რამდენია - 200 მლრდ იყო. 800 მლრდ მინიმუმ უკვე არის ზარალი. ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე.


20 მლნ უკრაინის მოქალაქე არის მიგრაციაში. ეს ტრაგედიაა, საშინელება ხდება უკრაინაში. ეს ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იცის, ცდილობენ ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ჩვენ ვეუბნებით მათ, ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და ვიღაც პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი, თქვენ გიყენებენ, მივმართავ ჩვენს სტუდენტებს. გიყენებენ ეს პოლიტიკური, ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, გატყუებენ, რომ ოცნებას არ უნდა ევროპული გზა. მე ფაქტები მოგიყვანეთ, ფაქტები მოიყვანონ ნაცმოძრაობის, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რა გააკეთეს მათ ევროპულ გზაზე. არაფერი გაუკეთებიათ. ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა არ დაიწყეს, 3 წელი გადადეს, ჩვენ დავიწყეთ. ასოცირება ჩააგდეს. შესაბამისად, ეს მითი, რომელიც შეიქმნა, ეს სიყალბე. მათ შორის ძალიან ბევრი ნაცნობის ოჯახის წევრები აღმოვაჩინე აქციაზე, ძალიან ბევრმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა, მართლა მეგონა რაღაც ხდებოდაო. ადამიანი იმიტომ არის გონიერი და იმიტომ განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ჩვენ გვაქვს გონება. უნდა შეგვეძლოს ანალიზის გაკეთება, თეთრის და შავის გარჩევა. თუ ეს არ შეგვიძლია, პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ამაზე ვიფიქროთ,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930