გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის

13-03-2023

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გვძახებენ და მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც კარგია თავისთავად და ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისფლებად ითველბა მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის. თუნდაც იგივე რომ ბიუჯეტის გამჭვირბალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


„მეორეს მხრივ, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გვძახებენ დ ამოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ რაც კარგია თავისთავად და ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისფლებად ითველბა მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის. თუნდაც იგივე რომ ბიუჯეტის გამჭვირბალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში. ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ ინტერესი იყო შემდეგი. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. და რას ვგულისხმობ, მე ვიგულისხმე და აღვიშნე რომ ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მირებული მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ხელახლა. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები, მათი აქტივობა ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ჩვენ ვითხოვდით მინიმალური გამჭვირვალობის დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031