13-03-2023
რამდენიმე ათეული წელია საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი ენჯეო იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული, მე ასე ვუტყოდი პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას და მათი ფინანსები და მიღებული ფინანსებით მათი ქმედება მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიღებული ფინანსებით მათი ქმედება მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე.
„ჩვენ მართლაც ძალიან რთული, ემოციური დღეები გადავიტანეთ, მაგრამ მე ვფიქრობ აქ კიდევ ერთხელ გამოცდა სახელმწიფოს სიძლიერეც, სიმტკიცეც და ხელისუფლების გონიერება. შევეცდები გულწრფელად და გულახდილად შევაფასო და ჩემი ერთგვარი ანალიზი წარუდგინო საზოგადოებას, თუ როგორ ვაფასებ ამ მოვლენებს, რა მოხდა. ალბათ უპრიანი იქნებოდა კიდევ ერთელ გავიხსენოთ, თუ საიდან დაიწყო ეს მოვლენები, რამ განაპირობა, რა იყო მაპროვოცირებელი ამაქციების ორგანიზების. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება კაონპროექტს, რომელიც ჩვენ მოვიწონეთ და მხარი დავუჭირეთ. ეს შეეხებოდა უცხოური გალენის ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.
როდესაც ეს ინიციატივა თავდაპირველად იყო გუნდში განხილული, მაშინ ჩვენ ბუნებრივია დავიწყეთ სხვა ქვეყნების ანალოგიების შესწავლა. პირველი ასეთი ანალოგია იყო ჩვენთვის სამაგალითო სახელმძღვანელო ამერიკის შეერთებული შტატების, სადაც უკვე 1938 წლიდან მოქმედებს ეს კანონი. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი მოდიფიცირება, დახვეწა, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს და მუშაობს. ვიცით სხვა მაგალითებიც ევროკავშირში რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებ, ახლა ვიცით რომ ბრიტანეთი მუშაობს , კანადაც. და სულ რამდენიმე კვირის წინ ასევე დაემთხვა, უბრალოდ მაშინ როცა ჩვენ ვიწყებდით აქტიურად განხილევბს ამ კანონპროექტის გახსოვთ თქვენ ალბათ, საზოგადოებამ ნახა ინფორმაცია, რომ ევროპალრამენტში მოხდა ინიცირება ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის, ყველაზე დიდი პარტია EPP, რომელიც ყველასთვის ცნობილი არის, სახალხო პარტია, სახალხო პარტია იყო ინიციატორი ამ კანონპროექტის.
ახლა რა იყო მთავარი მიზანი ამ კანონპროექტის განხილვის და შემდეგ ამ კანონის მიღების. მე დეტალებში არ შევალ, ჩვენმა კანონმდებლებმა ძალია კარგად განმარტეს ბოლო დღეების განმავლობაში და მანამდეც შინაარსი, დეტალები, რას ემსახურებოდა ამ კანონის მიღება, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა . იცით რომ რამდენიმე ათეული წელია საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი ენჯეო იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული, მე ასე ვუტყოდი პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას და მათი ფინანსები და მიღებული ფინანსებით მათი ქმედება მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე"-, განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024