გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 12.3 პროცენტით იმატა

13-03-2023

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია.


საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 914.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 20.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 983.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით).


უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში 1 068.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728