13-03-2023
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კონსერვატიულ პორტალზე „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წერილს ქვეყნებს, რომელშიც ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ხაინდრავა პარალელს ავლებს 1923 და 2023 წლებს შორის და აცხადებს, რომ პროტესტის ფორმების მსგავსების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ახალგაზრდებს მაინც აქეზებს.
მისი თქმით, პროტესტის გამოხატვისას, „განსხვევება იმაშია, რომ ის ნაგანიანი, იმ ეპოქაში, მისმა ფარისეველმა გამზრდელებმა, “დიადი კომუნიზმის“ გზას გაუყენეთ! დღეს კი, ეს “მოლოტოვის კოქტელიანი“ “ლიბერალური ევროპის“.
„სად მიდის ეს გზები, ხომ იცით! მშვენივრად იცით! და მაინც ტაშს უკრავთ, აქებთ, სამშობლოს მსხნელებად შერაცხეთ! ვინ?! ბოლშევიზმის, ნეოლიბერალიზმის და კლუბური ნარკოტიკის შხამით მოწამლული, გონებადაბნელებული, სქესარეული, თავგზადაკარგული ახალგაზრდები! ჩვენი შვილები! არ გრცხვენიათ არა?!“ - წერს გოგა ხაინდრავა.
როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, გაუგებარია, რამ გამოიწვია კანონპროექტით გაღიზიანება, ვინაიდან, მოსახლეობას აქვს უფლება, გაიგოს, საიდან და რა განზრახვით მოედინება ქვეყანაში დიდძალი თანხა.
„თქვენ მინდა მოგმართოთ, ყველას, სიცრუით გასხივოსნებულებს! არ გრცხვენიათ?! ასე რამ დაგაბეჩავათ?! სინდისი თუ დაკარგეთ, მშობლის ინსტიქტიც მაინც აღარ შემოგრჩათ?! ვერ ხვდებით რას სჩადიხართ?! რაზე აქეზებთ ჩვენს შვილებს? 2023 წელი. პარლამენტის კიბეებზე სტუდენტი, “მოლოტოვის კოქტეილს“ მოიმარჯვებს და მთელი ქვეყნის გასაგონად გაჰკივის მიკრიფონში: – ხედავ რა ხდება! აბა, აქ მოეთრევი ახლა! აქ! აქ, გამცემ პასუხს… საკუთარ პედეგოგს იწვევს ასე, წესიერ, განათლებულ, ალალ-მართალ კაცს… 1923 წელი. ეკლესიაში მღვდელი დგას ამბიონზე, კომკავშირელი ნაგანიდან ტყვიებს ახლის დედა ღვთისმშობლის ხატს და უკივის მოძღვარს: – ხედავ რა ვქენი! აბა რა გამიკეთა თქვენმა ღმერთმა?! გამეცი პასუხი… მოძღვარი ხმადაბლა პასუხობს: – მეტი რა უნდა ექნა, გაუგიჟებიხარ შვილო… პედაგოგიც ასე ფიქრობს. იქიდან წამოსული, გზა და გზა დაარბევს ქაშუეთს, ეროვნულ გალერეას, რუსთაველის თეატრს, დაწვავს მანქანებს, დაამსხვრევს ვიტრინებს, გაანადგურებს ყველაფერს რაც ხელთ მოხვდება… რომელი ჩაიდენდა ამას? კომკავშირელი თუ თანამედროვე სტუდენტი?! ხედავთ მათში რაიმე სხვაობას?! განსხვევება იმაშია, რომ ის ნაგანიანი, იმ ეპოქაში, მისმა ფარისეველმა გამზრდელებმა, “დიადი კომუნიზმის“ გზას გაუყენეთ! დღეს კი, ეს “მოლოტოვის კოქტელიანი“ “ლიბერალური ევროპის“! სად მიდის ეს გზები, ხომ იცით! მშვენივრად იცით! და მაინც ტაშს უკრავთ, აქებთ, სამშობლოს მსხნელებად შერაცხეთ! ვინ?! ბოლშევიზმის, ნეოლიბერალიზმის და კლუბური ნარკოტიკის შხამით მოწამლული, გონებადაბნელებული, სქესარეული, თავგზადაკარგული ახალგაზრდები! ჩვენი შვილები! არ გრცხვენიათ არა?! მშვენივრად იცით, რომ პირველი: კანონი იყო ამერიკული და არა რუსული! მეორე: ქართული კანონი იყო! საჭირო კანონი! მეტიც, აუცილებელი! აუცილებელი იმიტომ რომ ჩვენ ყველამ, ვიცოდეთ საიდან, რა განზრახვით, რომელი სალაროებიდან და ვის ჯიბეში მიედინება დიდძალი ფული. არა?! არ უნდა ვიცოდეთ?! მხოლოდ, კელიმ, ვიქტორიამ, კარლმა და ვანიამ უნდა იცოდნენ?! ჩვენ არა?! რატომ, რა არი აქ დასამალი. ეს ხომ ჩვენი “სიყვარულით“ კეთდება, ჩვენი “ბედნიერებისთვის“. თვითონ იკლებენ, საკუთარ შვილებს აკლებენ და ჩვენ შვილებს უგზავნიან, “უანგაროდ“, მხოლოდ “კაცთმოყვარეობის“ წადილით. ასე არ არი? აბა რა დუჟი დაეტაკათ მაშინ ამ “ქველმომქმედებს“ პირზე, რა წიოკი მორთეს “თავისუფალ“ „დამოუკიდებელ“ „დემოკრატიულ“ პრესაში! ან ეს თეთრი, ქათქათა სახლი რამ გაავეშა ესე, დღეში სამჯერ, მსოფლიოს გასაგონად, რომ ცრუობდა და გვწამებდა ცილს, ხან ერთი და ხან მეორე ჩვენი „მოყვარეს“ პირით?! თვითონ უარესი კანონი არა აქვთ?! თუ მათ უსაფრთხოება სჭირიათ და ჩვენ არა?! ანდა სხვა თავის სატკივარი გამოელით? მესამე მსოფლიო ომში სამკვდრო სასიცოცხლოდ გაჩაღებულებს, დავიჯეროთ ჩვენი ახალგაზრდების მომავლზე ფიქრით უთენდებათ და უღამდებათ?! გჯერათ??! არა ხომ! და მაინც ამ მსოფლმხედველობის და სიმართლის “ევროატლანტიკურ სივრცეში“ გინდათ შეაცუროთ ჩვენი მომავალის გემი?! იქ ხომ “ტიტანიკი“ ჩაიძირა…“ - წერს გოგა ხაინდრავა.
16-11-2024
16-11-2024