გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

13-03-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.


საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებულ ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონსა და ,,მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირი არჩევას. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში საერთაშორისო პროგრამით მიიღეს სრული ზოგადი განათლება, მიეცათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.


ასევე, განხილულ იქნა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელონ დამოუკიდებლად, იურიდიული პირის შექმნის გარეშე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის კუთხით.


მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა - ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, - 2 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტი მომზადდა გავრცელებული მავნე პრაქტიკის - მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდების გამო, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთან, დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებსა ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა.


მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ". ახალი პროექტის თანახმად, ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.


ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930