გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: რთული გლობალური პირობების მიუხედავად, 2023 წლის იანვარში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყველა საერთაშორისო პროგნოზზე მეტია

13-03-2023

„მიუხედავად რთული პირობებისა, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, ასევე რეგიონში შენარჩუნებულია და პროგნოზებიც გლობალური ეკონომიკის მიმართულებით არც ისე სახარბიელოა, დავინახეთ, რომ 2023 წელს ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა - წინასწარი მონაცემები იანვრისთვის იყო 8.4 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალია და ეს მაჩვენებელი ყველა საერთაშორისო პროგნოზზე მეტია" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები შეაფასა.


ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება.


„ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მთელი გასული წლის განმავლობაში გვქონდა ინფლაციის წნეხი, თუმცა, მაისის თვიდან ინფლაციამ დაიწყო შემცირება და 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, ინფლაცია 8.1 პროცენტამდეა შემცირებული" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ექსპორტის მაჩვენებლებს, რომელიც, მისი თქმით, რეკორდული იყო 2022 წელს და ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.


„გახსოვთ, რომ შარშან 31.8 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი და 5.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამყარდა ეროვნული ვალუტა, ვინარჩუნებთ ექსპორტის ზრდის ტენდენციებს. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო იყოს ექსპორტიორი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზრებზე და ექსპორტში ჰქონდეს უკეთესი, უფრო ძლიერი პოზიციები. ეს არის მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო ჯანსაღი იყოს" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


მისივე ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტლის დაზუსტებული მონაცემებით დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930