გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: კანონპროექტის უკან გამოწვევა სულაც არ არის პრობლემა, ტრაგედია იმაშია, რომ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაანგრიონ ქვეყანა

13-03-2023

„კანონპროექტის უკან გამოწვევა, სულაც არ არის პრობლემა... ტრაგედია იმაში მდგომარეობს, ცრუ და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაანგრიონ ქვეყანა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევას ეხმიანება.

 

„მოკლედ, მარტივად და თვალნათლივ... რა კანონპროექტთან გვქონდა რეალურად საქმე და როგორი მოგონილი „ნარატივით“ აშავებდნენ კლიშეებით, თითქოს რუსულთან ჰქონდა რაიმე კავშირი... აი, მეგობრებო, რისი გულისთვის უკიდებდნენ ცეცხლს სამართალდამცველებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, ვანდალურად აზიანებდნენ ეკლესიებს და ფიზიკურად ძალადობდნენ ყველაზე, ვინც რაციონალურ აზრს აჟღერებდა... ამ კანონპროექტის უკან გამოწვევა სულაც არ არის პრობლემა... ტრაგედია იმაში მდგომარეობს, ცრუ და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები,რომლებიც მზად არიან, დაანგრიონ ქვეყანა... ხოლო ქვეყნისათვის გაცილებით დიდი კატასტროფაა ის მართული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ფარად გამოიყენეს რადიკალებმა და მათი სახელით აპირებდნენ უბედურების დატრიალებას...

 

P.S. იმედია, ეს ფაქტი, სწორად იქნება გაანალიზებული ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

ვიდეო

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930