გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA BNB Chain - თან დაSymbios- თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს

14-03-2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო BNB Chain - თან და Symbios- თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს დეველოპერებს, ითანამშრომლონ და შექმნან ინოვაციური დეცენტრალიზირებული აპლიკაციები.

 

Web3 Hackathon 2023 წლის 17 მარტს ბათუმსა და თბილისი ერთდორულად დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბათუმის ჰაკათონის თანაორგანიზატორია საქართველოს ფინტექ ასოციაცია. ღონისძიება მიზნად ისახავს ათასობით დეველოპერის მოზიდვას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს კონტაქტი დაამყარონ BNB Chain-ის დეველოპერთა საზოგადოებასთან და გამოსცადონ მათი Web3 უნარები პრაქტიკულ გარემოში. ღონისძიება დასრულდება  19 მარტს გამარჯვებულის გამოცხადებით და „ნეთვორქინგით“, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ კავშირი დაამყარონ ინდუსტრიის ექსპერტებთან, პოტენციურ პარტნიორებთან, რათა თავიანთი პროექტები კიდევ უფრო განავითარონ.

 

დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული, ისინი წარადგენენ საბოლოო გადაწყვეტებს ჟიურის წინაშე. გამარჯვებულები მიიღებენ პრიზს $2,500-ს პირველი ადგილისთვის, $1,500 მეორე ადგილისთვის და $1,000 მესამე ადგილისთვის, ასევე BNB Chain swag-ს და უწყვეტ წვდომას BNB Chain-ის დეველოპერულ პროგრამებზე.

 

ჰაკათონის ფარგლებში წამყვანი დეველოპერები გამართავენ ვორქშოფებსა და სემინარებს, სადაც განხილული იქნება WEB3-სა და BNB Chain-ში მუშაობის საფუძვლები, ჰაკათონის თემები და გამარჯვების კრიტერიუმები. 2022 წელს, BNB Chain-ის დეცნტრალიზირებულმა აპლიკაციებმა მიიპყრო ყოველდღიური მილიონზე მეტი უნიკალური WEB 3 საფულის ყურადღება, ბაზრის ვარდნის მიუხედავად. ქსელმა ასევე გადააჭარბა Ethereum-ს 230 მილიონზე მეტი უნიკალური მისამართებით, გახდა უფრო დეცენტრალიზებული და ღია წყარო, ვიდრე ოდესმე, ამავდროულად გაუმჯობესდა მასშტაბურობა და შემცირდა web3 პროექტების ხარჯები.

 

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3lb1v1T .

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930