14-03-2023
ძალიან მძიმე ფაქტები გაახმოვანა დღეს ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. დიახ, ლიბერალური ფაშიზმი მომძლავრდა ჩვენთან. მან ერთი ერთში გადმოიღო ბოლშევიკური და ჩეკისტური მეთოდები. უნივერსიტეტებიდან ცდილობენ ზუსტად იგივე მეთოდებით გააძევონ მათთვის მიუღებელი პროფესორ-მასწავლებლები, როგორითაც ბოლშევიკები აძევებდნენ მათთვის კლასობრივად უცხო ელემენტებს და ე.წ. „წითელი პროფესურით“ ანაცვლებდნენ. ისინიც რეჟიმისთვის ჩვეული მეთოდებით ურეცხავდნენ ტვინებს ახალგაზრდებს - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მთლიანად საზოგადოებაში ცდილობენ დაამკვიდრონ ის სულისკვეთება, რასაც ბოლშევიკები ამკვიდრებდნენ ე.წ. „კლასობრივი ბრძოლის“ დროშის ქვეშ.
„«Твой отец – враг народа.» ვინ წარმოიდგენდა, რომ გასული საუკუნის 1937 წლის „დიდი ტერორის“ ეს მოარული ფრაზა, რომელიც საბჭოთა საქართველოშიც ბევრჯერ გამოყენებულა ალბათ, 2023 წელს დამოუკიდებელ საქართველოში დაგვიბრუნდებოდა, ამჯერად ლიბერალური დემოკრატიის და პროდასავლურობის დროშით შეფუთული. ერთ-ერთი სკოლის „პედაგოგს“ სწორედ ასე მიუმართავს მისი მოსწავლისათვის. ძალიან მძიმე ფაქტები გაახმოვანა დღეს ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. დიახ, ლიბერალური ფაშიზმი მომძლავრდა ჩვენთან. მან ერთი ერთში გადმოიღო ბოლშევიკური და ჩეკისტური მეთოდები. უნივერსიტეტებიდან ცდილობენ ზუსტად იგივე მეთოდებით გააძევონ მათთვის მიუღებელი პროფესორ-მასწავლებლები, როგორითაც ბოლშევიკები აძევებდნენ მათთვის კლასობრივად უცხო ელემენტებს და ე.წ. „წითელი პროფესურით“ ანაცვლებდნენ. ისინიც რეჟიმისთვის ჩვეული მეთოდებით ურეცხავდნენ ტვინებს ახალგაზრდებს. მთლიანად საზოგადოებაში ცდილობენ დაამკვიდრონ ის სულისკვეთება, რასაც ბოლშევიკები ამკვიდრებდნენ ე.წ. „კლასობრივი ბრძოლის“ დროშის ქვეშ. ამ დღეებში მომხდარმა ცნობილმა მოვლენებმა ლიბერალ-ფაშისტების მართლაც რომ უდიდესი და უმძიმესი ლუსტრაცია მოახდინა“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024