გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში საზრდოობს ლიბერალიზმის ისეთი რადიკალური გამოხატულება, რომელიც ფაშიზმისგან არაფრით განსხვავდება

14-03-2023

„21-ე საუკუნეში, ინფორმაციულ ეპოქაში, პირდაპირ კამპანიას არავინ აწარმოებს გავლენების მოსაპოვებლად. ღია ფაშიზმით, ძალადობითა და ექსტრემიზმის მოწოდებებით ვერავინ მოიპოვებს მხარდაჭერას საზოგადოებაში, ამიტომაა მოგონილი „რბილი ძალა“ და მოგონილი „ნარატივები“, რა დროსაც აღქმით შეფუთული, სხვა რეალობა საღდება,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგზე სწორი აქცენტები დაისვა. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, რადიკალებმა ექსტრემისტული კამპანია კიდევ უფრო გააძლიერეს, რასაც ევროპულობისა და დემოკრატიის სახელით ასაზრდოებენ. მისი თქმით, აღქმებზე დაფუძნებული ნარატივის რეალობად გასაღების მცდელობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.


„ექსტრემიზმი-დემოკრატიის სახელით“ - ძალიან სწორი შეფასებები გააკეთა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. აუცილებელია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!

  • კანონპროექტის ინიცირებამ იმაზე დიდი ლუსტრაცია მოახდინა, ვიდრე მისი ამოქმედება შეძლებდა!
  • უმრავლესობის სწორმა გადაწყვეტილებამ და უაპელაციოდ, ადამიანის სიცოცხლესა და კანონპროექტს შორის ადამიანის არჩევანისას, ხელისუფლების ჰუმანური და ოპოზიციის მავნებლური ბუნება გამოაჩინა!
  • სამართალდამცველების მოქმედება ორიენტირებული იყო, მაქსიმალურად დაძაბულობის განმუხტვისთვის და რისკების პრევენციისთვის!
  • კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, რადიკალებმა არა მხოლოდ შეაჩერეს ექსტრემისტული კამპანია, არამედ აკადემიურ და საზოგადოებრივ სივრცეებში გადაიტანეს „ლიბერალური-ფაშიზმი“, რასაც დემოკრატიისა და ევროპულობის სახელით ასაზრდოებს სხვადასხვა პედაგოგი, ექსპერტი და პოლიტიკოსი. 21-ე საუკუნეში, ინფორმაციულ ეპოქაში, პირდაპირ კამპანიას არავინ აწარმოებს გავლენების მოსაპოვებლად.

ღია ფაშიზმით, ძალადობითა და ექსტრემიზმის მოწოდებებით ვერავინ მოიპოვებს მხარდაჭერას საზოგადოებაში, ამიტომაა მოგონილი „რბილი ძალა“ და მოგონილი „ნარატივები“, რა დროსაც აღქმით შეფუთული, სხვა რეალობა საღდება. ამის კლასიკური მაგალითებია:

1) ქართული კანონპროექტის, რუსულად გასაღება;

2) სამართალდამცველების დაწვის მცდელობა, ცივილურ გამოხატულებად;

3) ცალ ფეხზე ხტუნაობის ღირსებად მონათვლა;

4) ადამიანების ბულინგი, დისკრიმინაცია, უფლებების ხელყოფა, ლიბერალურ დემოკრატიად გამოცხადება;

5) პედაგოგების დევნა, დაწესებულებებიდან გაყრის მოთხოვნების, ჰუმანიზმად შემოსაღება​ და ა.შ. მოკლედ, საქართველოში საზრდოობს ლიბერალიზმის ისეთი რადიკალური გამოხატულება, რომელიც ფაშიზმისგან არაფრით განსხვავდება.


არაფერი აქვთ საერთო ლომჯარია-ბუღაძე-დავითაშვილ-გორგილაძეებსა და ათასი რჯულის ნაძირალას ჰუმანიზმთან, დემოკრატიასა და ტოლერანტობასთან. ასეთი ადამიანები არიან ტიპური ფაშისტები, რომლებიც ასაზრდოებენ ექსტრემიზმს და ავადმყოფურად საზრდოობენ განსხვავებული აზრის დისკრედიტაციით“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930