გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში საერთაშორისო ტურნირმა ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი - 2023" სტარტი აიღო

15-03-2023

ლანჩხუთში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი - 2023", რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებათა კალენდრითაა გათვალისწინებული.

 

ტურნირის ოფიციალურ გახსნას მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილეები ეკატერინე  გუჯაბიძე და თორნიკე ტიკაძე  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 

დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტი  საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, გამოჩენილი ლანჩხუთელის, ნოე ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, სტუმრებს, მონაწილეებს. მინდა თითოეულ მონაწილეს წარმატება ვუსურვო- აღნიშნა ეკატერინე გუჯაბიძემ. 

 

საერთაშორისო ტურნირში  სხვადასხვა ქვეყნის 250-მდე მოჭადრაკე იღებს  მონაწილეობას.   

ტურნირის ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2023    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930