გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში ComCom-ის გადამზადებული 30-მდე პედაგოგი სკოლებში მედიაწიგნიერებას ასწავლის

15-03-2023

კომუნიკაციების კომისიამ ახალციხეში, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, ის მასწავლებლები გადაამზადა, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერებს საგანს წარუძღვებიან. შეხვედრა მედიაწიგნიერების ტრენერმა, მანანა ჯინჭარაძემ ჩაატარა და მონაწილეებს მედიაწიგნიერების საგნისთვის შექმნილი მოდული გააცნო. სემინარს 30-მდე პედაგოგი დაესწრო.


მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. საგანს მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.


შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031