16-03-2023
ფული არის მათი ერთადერთი რესურსი. რაც შეეხება რეპუტაციას, აქ სერიოზულად უჭირთ. რეალურად, რაც არის ნაცმოძრაობის რესურსი, ისინი ეცდებიან, რომ ის რესურსი შეინარჩუნონ. რამდენად მოახერხებენ დაახლოებით ამ, 30 პროცენტიანი რესურსის შენარჩუნებას, ესეც ვნახოთ,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძნელად წარმოსადგენია, რომ ნაცმოძრაობამ შეძლოს, თუნდაც 30 პროცენტიანი ნდობის შენარჩუნება გამომდინარე იმ რეპუტაციიდან, რომელიც კეზერაშვილს, მერაბიშვილს და ხაბეიშვილს აქვთ.
,,რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის და ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს ნაცმოძრაობაში. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, გახსნიან მეორე ფრონტს და ა.შ. ესეც იყო 7 ნოემბრის ავტორი; 26 მაისი ავტორი, იმედში შემოჭრის ავტორი, ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის.
კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი - დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024