გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა

16-03-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტები, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის, უნივერსიტეტის საიუბილეო მონეტით დააჯილდოვა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.


მათივე ცნობით, ღონისძიებას ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დამაკავშირებელი ხიდი ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს შორის. თქვენ უნდა აიღოთ ამ ქვეყნის სადავეები, თქვენ ხართ თაობა, რომელსაც ქვეყანა დაეყრდნობა. თაობა, რომელიც განათლებით, შემართებით, ცოდნით არის გამორჩეული. თქვენი მთავარი გამოწვევაა, მიიღოთ ისეთი ევროპული განათლება, რომელიც გამოადგება ქვეყანას“, - განაცხადა თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან შეხვედრისას.


ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამები იქმნება, მათ შორის, საზაფხულო თუ ზამთრის სკოლები.


„ამ პროგრამების მიზანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტუდენტებს, როგორც სწავლაში, ასევე მათ სამეცნიერო საქმიანობაში“,- აღნიშნა რექტორმა.

„ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი დალი წაქაძე ერთ-ერთია იმ წარმატებულ სტუდენტთა შორის, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა.


მისი თქმით, უნივერსიტეტის ჯილდო არის არა მხოლოდ დაფასება მიღწეული წარმატებისთვის, არამედ დიდი მოტივაცია, რომელიც სტუდენტებს წაახალისებს, წარმატებით გააგრძელონ სწავლა და სამშობლოსთვის სასიკეთო საქმეს ემსახურონ.


2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ: იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი ელისაბედ აფაქიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი მარიამ ბურჯანაძე, მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი პროგრამის (ქართულენოვანი) სტუდენტი ანა ღვინიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი დალი წაქაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი ეკატერინე ფიფია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი რატი რამიშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი ანა ხუზმიაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ლია აბლოთია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ქრისტინე ჟღენტი, მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი თათია გრატიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ანი ოთარაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი გიორგი კორკოტაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი თამარ მღებრიშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ნატო ლაღიძე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930