16-03-2023
ქალაქ კასპში, გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის სიგრძე 619 გრძივი მეტრია შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. ქუჩაზე მოეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ბეტონის ბორდიურები, ეზოში შესასვლელები და დაიგება 2 ფენიანი ასფალტ ბეტონის საფარი.
პროექტი, რომლის ღირებულება 293 484 ლარია რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებდა.
„ქუჩით მოსარგებლეები გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით შეძლებენ“ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ, რომელმაც მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად მოინახულა.
16-11-2024
16-11-2024