19-03-2023
„წითელი ინტელიგენცია“... ლიბერალური ფაშიზმის უპრეცედენტო გამოვლინებაა, რასაც ახლა პოლიტიკური, არასამთავრობო, საზოგადოებრივი ჯგუფები, ე.წ. „პენ კლუბები“ და ცალკეული პერსონები ახორციელებენ. ერთადერთი რამ, რაც აკლია სრულყოფილ „რიტუალურ“ დასასრულს, ფაშისტების ხელისუფლებაში ყოფნა და არასასურველი ხალხის დახვრეტა-გადასახლება იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს,1920-40 წლებში, „ხალხის მტრის“ სახელით, არაერთი მწერალი, პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გარიყეს, დაასმინეს, სამსახურიდან გააგდეს და შემდეგ დახვრიტეს ან გადაასახლეს.
„1970 წლების ბოლოს, „ხალხის მტრის“ სტატუსით გააძევეს ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან. ჰოდა, ერთი საუკუნის შემდეგ, ლიბერალიზმის სახელით, ჰუმანიზმსა და ადამიანის უფლებებს ამოფარებული საზოგადოებრივი ჯგუფები ითხოვენ ანალოგიური მეთოდებით, მათგან განსხვავებული ხალხის დასჯას, საზოგადოებიდან მოკვეთას. ბრალდებაც კი იგივე აქვთ 100 წლის შემდეგ - საზოგადოებისათვის საშიში და მოღალატე ხალხი (ნუ მთლად „ხალხის მტერს“ არ კადრულობენ). ამიტომ, ყველა უფლებადამცველსა თუ პოლიტიკოსს, მწერალსა თუ მხატვარს, ჟურნალისტსა თუ აქტივისტს, ვინც მისგან განსხვავებულ აზრსა და მიუღებელ პერსონის „მარკირებას“ ცდილობს, უნდა დაერქვას სახელი: „წითელი ინტელიგენცია“ - ბოლშევიკური სულისკვეთებითა და ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებით! ყოფილი სახალხო დამცველი, ანტისამთავრობო „NGO-ები“, პენ-კლუბები, რადიკალი პოლიტიკოსები არიან ფაშისტები!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
16-11-2024
16-11-2024