გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირადი დაცვის მომზადების მეოთხე კურსის გამოშვების ცერემონია

19-03-2023

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს.


რეინჯერისა და  სპეციალური  დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულ პირად შემადგენლობას რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ინსტრუქტორებს კურსის უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. 


სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირადი დაცვის ამოცანების სათანადოდ შესასრულებლად, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. აღნიშნულ სწავლებაში გაძლიერებული იყო სამხედრო მხარდამჭერი ელემენტები, მათ შორის საჰაერო მხარდაჭერისა და ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ჯგუფები. 


კულმინაციურ ფაზაში პირადი შემადგენლობის მიერ განხორციელებული საჩვენებელი სწავლება მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფას. სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელ სწავლებაში შვეულმფრენები და ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „დიდგორი“ გამოიყენეს.


ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და  სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. 


პირად მცველთა მომზადების კურსი მაიორ გელა ჭედიას სახელობის  სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის ორგანიზებით მეოთხედ გაიმართა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930