გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, არცერთი უფლება არ დარღვეულა

20-03-2023

„მათ აქვთ უფლება, მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოს, ისე სტრასბურგის სასამართლოს, და, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გავიდა მას შემდეგ და რატომ არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, ამაზე პასუხს, ალბათ, ისინი თავად უკეთ გაგცემენ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, კერძოდ, როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის უფლებების დაცვისთვის", – ეს განცხადება რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.


იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღემდე მსჯავრდებულ სააკაშვილის არცერთი უფლება არ დარღვეულა.


„მე მრავალგზის მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, არცერთი უფლება არ ყოფილა დარღვეული. ჩვენ ერთხელ ვიხილეთ უკვე, როდესაც მისმა უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, და მაშინ ვნახეთ, საბოლოო ჯამში, რა შედეგიც დადგა. მათ, ასევე, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს სტრასბურგის სასამართლოდან – ეს იყო გასულ წელს, და წელს მიმართავენ თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, არის მათი გადასაწყვეტი. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა უფლება, რაც კი აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმარს, არის მკაფიოდ დაცული.


მას უკვე, დაახლოებით, 2000 ვიზიტორი ჰყავდა; მას თუ სჭირდება მკურნალობა, ის მკურნალობს შესაბამის კლინიკაში და, უბრალოდ, ფიზიკურად რთულია, წარმოვიდგინოთ, მისი რომელი უფლების დარღვევაზე შეიძლება ჰქონდეს საუბარი დაინტერესებულ მხარეს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930