გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბავარიის სამთო სამაშველო სამსახურის მთავარ ექსპერტს შეხვდა

21-03-2023

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ბავარიის სამთო სამაშველო სამსახურის მთავარ ექსპერტს შტეფან ბლოხუმს შეხვდა. სამთო ექსპერტი საქართველოში    სამთო მაშველის პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მიზნით ჩამოვიდა. ვიზიტი საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  დაფინანსებით შედგა. შეხვედრას სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.


„როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებასა და საქართველოში მეტი ტურისტის ჩამოყვანაზე უსაფრთხოებას და უსაფრთხო ტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. GIZ-ის დახმარებით საქართველოში ბავარიიდან სამაშველო ექსპერტი ჩამოვიდა, რომელიც გაგვიზიარებს გერმანიის მთებში, ალპებში რა სტანდარტები მოქმედებს სამთო ტურიზმის მიმართულებით,“-აცხადებს მაია ომიაძე. 


შეხვედრაზე სამთო კურორტებზე უსაფრთხოებისა და მაშველთა გადამზადების საკითხები განიხილეს.  შტეფან ბლოხუმმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ხედვები გააცნო.


„საქართველოში მომიწვიეს რომ პრეზენტაცია წარმოვადგინო და  მოკლედ გაგაცნოთ სამთო სამაშველო სამსახურის როლი ბავარიასა და ალპებში და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება“,-განაცხადა შტეფან ბლოხუმმა.


შეხვედრას საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, კურორტების განვითარების სააგენტოს,  მთის ტრასების სააგენტოს, სათხილამურო ტრასების სამაშველო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურისა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.


„ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა შედგა. საუბარია სამთო მაშველის როგორც დამოუკიდებელი პროფესიის ჩამოყალიბებაზე საქართველოში. როგორც იცით სხვა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიებში ჩვენ გავიარეთ სტანდარტიზაცია, პროგრამის გაწერა. ამიტომ ვფიქრობთ ძალიან კარგი მაგალითია ბავარიის სამთო სამაშველო მომზადების ცენტრი ,“-ამბობს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი ნიკა ერქომაიშვილი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930