გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: გამორიცხულია, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება „ციანიდის საქმეს“ უკავშირდებოდეს

2-08-2018

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გამორიცხულია, რომ ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლა რაიმე შიდა პროცესებს უკავშირდებოდეს.
წულუკიანის თქმით, გვენეტაძის ეს გადაწყვეტილება მისთვის სიურპრიზი იყო.
„მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არ მგონია, რომ ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირაა, არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად მედიის საშუალებით შევიტყვე ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რომ რა ტიპის პრობლემები აქვს მას, როგორც მან განაცხადა ღიად ჯანმრთელობის, მოვიკითხო ადამიანურად,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. უწყების ოფიციალური განცხადების მიხედვით, გვენეტაძის ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშრდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031