21-03-2023
„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენ ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს ყველგან, ჩვენს მოძმე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყველგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს.
„ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მშვიდობა ჩვენს მოქალაქეებს, კეთილდღეობა, მეტი ბარაქა, მეტი სიხარული, სტაბილურობა და ყველაფერი საუკეთესო ჩვენს ხალხს. ეს მინდა ვუსურვო ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა დავუდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ძალიან მშრომელ ხალხს, ძალიან გონიერ ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე არის სიმბოლური იმითაც, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენს ხალხს სჭირდება", - აღნიშნა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024