21-03-2023
„ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტი იყო მართებული, სწორი და ადეკვატური ნაბიჯი იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც საქართველოს წინაშეა, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები, კორუფციული რისკების თუ მტრული ძალების ნეგატიური რისკების დაზღვევა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ამას მოწმობს კანადის და ბრიტანეთის ხელისუფლების, მათი არასამთავრობო და საპარლამენტო შტოების მიერ ანალოგიური კანონპროექტის ინიცირება.
„ასევე ანალოგიური კანონპროექტის გარდაუვალ აუცილებლობაზე საუბრობს ევროპარლამენტი და ევროკომისიაც. ეს ყველაფერი კი ნათლად მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს", - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ახლა, როცა საზოგადოების საზოგადოების ემოციები დამცხრალია, ისევ ცრუ ნარატივის გავრცელებას ცდილობენ.
„ერთადერთი არგუმენტი რაც ამ რუსულობის სასარგებლოდ მოჰყავთ არის ის, რომ სულისკვეთებაა რუსული. სინამდვილეში ეს არის შიში იმისა, რომ გამჭვირვალობა, რომელიც ნამდვილად რეალურად ევროპული ფასეულობაა, საფრთხეს შეუქმნის სწორედ იმ მტრული ძალების გავლენას საქართველოში, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის განვითარების შეფერხებას და საქართველოში მშვიდობის ხელყოფას", - განაცხადა სეფაშვილმა.
მანვე თავის გამოსვლაში სიძულვილის ენის შესახებ ისაუბრა.
„უნდა დავასრულოთ სიძულვილის ენის გავრცელება და ეს გაუგონარი ფაშიზმი", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024