გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 2021 წელს განხორციელებულ მედიაწიგნიერების პროექტებზე ისაუბრა

22-03-2023

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტში კომისიის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწევები შეაჯამა. მისი ინფორმაციით, გაეროს რეზოლუციის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული ჩაატარა.


კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის: საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მონაწილეობით ორი კონფერენცია, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის 50 მასწავლებლისთვის ლექციები, სამხცე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი დეზინფორმაციის შესახებ, თბილისის 123-ე სკოლის მოსწავლეებისთვის დისკუსია მედიაწიგნიერების შესახებ, სასწავლო სემინარი „ქართული ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა" სტუდენტებისთვის და „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის" 100-მდე ბენეფიციარისთვის ლექციები ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ.


მედიაწიგნიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც კომუნიკაციების კომისიის თაავმჯდომარემ ისაუბრა, არის - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში", რომელიც დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურებოდა. პროექტი 2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით განახორციელა და 700-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა.


პროექტის ფარგლებში პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. გადამზადებული მასწავლებლები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს უზიარებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930