გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად ამ კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში - მადლობა აშშ-ს ამ კანონის შექმნისთვის, რადგან ჩვენთან ამ კანონპროექტმა ძალიან კარგად იმუშავა

22-03-2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რა თამაშიც ითამაშა კანონპროექტთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსგან სამარცხვინო იყო. არ შეიძლება მათ მიერ დაწერილი კანონი საქართველოსთვის „რუსული“ იყოს და ევროკავშირისთვის - ამერიკული, - ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კანონპროექტმა კანონად ქცევის გარეშეც შეასრულა თავისი მიზანი და საზოგადოებას დაანახა, თუ რა ზრახვები ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

„პირველი შემთხვევაა, მგონი, მსოფლიო მასშტაბით, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში. მადლობა ამერიკას ამ კანონის შექმნისთვის, რადგან ჩვენთან ამ კანონპროექტმა ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ ირგვლივ ფაქტობრივად გავაშიშვლეთ ყველა და ყველაფერი, ჯერ კიდევ კანონპროექტით. თუკი ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, როგორც კი გავხდებით თუნდაც კანდიდატის სტატუსის მატარებლები, ვალდებულება გვექნება ეს კანონი მივიღოთ, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს.

 

მაინტერესებს მაშინ, სულ ახლო მომავალში, რას იტყვის ქართული ოპოზიცია - მივიღებთ თუ მაშინაც რუსული იქნება ეს კანონი? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა ღიად დაინახა, რისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენ გვინდოდა გამჭვირვალობა - რომ ყველას სცოდნოდა, საქართველოში შემოსული თანხები თუ რისთვის იხარჯება ქვეყანაში. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კითხულობს - კი მაგრამ, ხომ არსებობს კანონი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, რაღა საჭირო იყო ეს კანონიო. ეს კითხვა იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციისთვის, რითაც გვედავებოდნენ.

 

„იმედმა“ და „პოსტივიმ“ უკვე გაუშვა სიუჟეტები, სადაც ნაჩვენებია თუ რა დეკლარაციებს აბარებენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. მეც მოვითხოვე ერთხელ და მომაწოდა ფინანსურმა დეპარტამენტმა ინფორმაცია.

 

იცით რა არის ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის დეკლარაციაში მითითებული, რომლებიც მილიონობით გრანტს იღებენ უცხოეთიდან, ასობით მილიონს თუ არა? სულ სამი წინადადებაა: მივიღე ეს და ეს თანხა, ამდენი თანხა გავუშვი ხელფასებში, გადახდილია ამდენი საშემოსავლო, დღგ და ა.შ. ძალიან მშრალი ინფორმაციაა. პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მეორეხარისხოვანია რამდენი თანხა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ და რამდენი გაუშვა ხელფასებში, ჩემთვის მთავარია მიზნობრიობა.

 

მიზნობრივი გამჭვირვალობა იყო სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სტკიოდა დასავლეთს, რაც ყველაზე მეტად სტკიოდა ქართულ, ოპოზიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ისინი ვეღარ იმუშავებდნენ იმ მიზნობრიობით. პირობას გაძლევთ, რომ ვეღარც იმუშავებენ, რადგან ხალხმა უკვე ყველაფერი გაიგო. აუცილებლად მოვითხოვთ ყველა დეტალს, ყველა ინფორმაციას ყველა მათ გრანტზე, სწორედ ფინანსთა სამინისტროსგან და მათგან პირადად, რომ თქვან, რისთვის ხარჯავენ კონკრეტულ გრანტებს. კანონის გარეშე დავუსვამთ ამ კითხვებს - გვინდა, რომ პასუხები მივიღოთ“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930