გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა, ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე

22-03-2023

ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა. ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთის კეთებაში მეტრები არიან და ამ დროს მათგან აბსურდული დამოკიდებულება გავიგეთ, რომ თურმე კანონპროექტის შინაარსში არავინ უნდა შესულიყვნენ, - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცადა.

 

მისი თქმით, რაც დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება თუ რა მოიტანა ამ კანონპროექტმა, მათ შორის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ სხვა ზრახვებს ატარებენ.

 

„შავით თეთრზე ვხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, როდესაც ჯერ კიდევ კანონპროექტის ინიცირებამდე პროცესის გაშავების მცდელობა დაიწყო. საბოლოოდ კი, ვნახეთ, კანონპროექტის წინააღმდეგ რა მასშტაბის წინააღმდეგობა წამოვიდა. არ უნდა დაგვავიწყდეს კანონპროექტის მიზანი რა იყო - ის გარკვეული რისკები [დაეზღვია] და საზოგადოება უცხოეთიდან მომდინარე საშიშროებებისგან დაეცვა.

 

ვნახეთ, რომ ამ კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა. ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები საუბრობენ ზოგადად კანონშემოქმედებაზე, იურისპრუდენციაზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთის კეთებაში მეტრები არიან და ამ დროს მათგან აბსურდული დამოკიდებულება გავიგეთ, რომ თურმე კანონის შინაარსში არ უნდა შესულიყვნენ. ამ ყველაფერმა კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, როცა სესიაზე პირველი მოსმენით დამტკიცდა კანონპროექტი - ყველამ ერთ ხმაში ფეიკკამპანიის ჩატარება დაიწყო. ოპონენტების განცხადებები ყოველგვარ ლოგიკის ჩარჩოს სცდებოდა.

 

რაც დრო გავა, უფრო მეტად დავინახავთ, ამ კანონპროექტმა თუ რა მოიტანა. პირველ რიგში ის, რომ დავინახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ, რეალური ზრახვები რა არის“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930