გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა ნაცმოძრაობის ორღობე

24-03-2023

„ისინი ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ ელემენტარულ მოთხოვნებს; წარმოადგინონ ექიმთა სია, რომლებსაც ექნებათ საქართველოში საექიმო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია და ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი მსჯელობა. ბუნებრივია, შეიძლება ადამიანები შევიდნენ შეცდომაში, როდესაც მიზანმიმართულად მთელი რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მას არ აძლევენ მკურნალობის უფლებას. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი.


დღემდე ჩვენ არ გვაქვს ამ ექიმების სია და, შესაბამისად, ამ საკითხზე ვერც ვიმსჯელებთ. სხვა რა არის ამ კამპანიის მიზანი, თუ არა ის, რომ, უბრალოდ, არსებობდეს ილუზორულ წარმოსახვაში ექიმების შეშვების მოთხოვნა, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებდე. ეს არის სიმართლე ამ საკითხის შესახებ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031