24-03-2023
ვინ გვესაუბრება ევროინტეგრაციაზე და ვინ პირდება ჩვენს მოსახლეობას ევროპულ მომავალს. კიდევ ვუბრუნდები იმ საკითხს, რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული გადაწყვეტილება.
„ჩვენ მოვუტანეთ, უკვე ჩამოვთვალე მთელი ეს რეალური მიღწევები. ევროპული პერსპექტივა არის, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. მანამდე, თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის დედაქალაქებში, ზოგი გეოგრაფიას მოიხსენიებდა, ზოგი ძალიან ბევრ კრიტიკას გამოთქვამდა, მათ შორის, ახსენებდნენ რუსულ ოკუპაციას და ა.შ. ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ყოველგვარი სპეკულაცია და ვარაუდი იმის თაობაზე, თუ სად დგას საქართველო, მოიხსნა. ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის უბრალოდ სიმბოლური გადაწყვეტილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ. დარჩენილი არის ერთადერთი შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც უკავშირდება პოლარიზაციის დასრულებას. ეს ვალდებულება არის ერთობლივად შესასრულებელი, მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის და ოპოზიციის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
16-11-2024
16-11-2024