გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: კარგად ვიცით, თუ რა უბედურება მოუტანეს უცხო ქვეყნის, თუ ქვეყნების მსახურებმა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს

24-03-2023

ჩვენმა ხალხმა რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგად მოისმინა პირდაპირი ასე ვთქვათ აღიარება. ერთ-ერთ გამოსვლაში მე ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თქვა, რომ სააკაშვილი არის მათ აგენტი. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატის განცხადება, მან წაიკითხა სააკაშვილის ასე ვთქვათ აღიარება ახლა ბრიუსელში, რომ იგი არის დასავლეთის აგენტი. ეს არის სააკაშვილის სიტყვები, რომელიც გახმოვანდა სააკაშვილის ადვოკატის მეშვეობით. დასკვნის სახით მინდა შევახსენო საზოგადოებას - ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა უბედურება მოუტანეს უცხო ქვეყნის, თუ ქვეყნების მსახურებმა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კარგად ვნახეთ, რა მეთოდებით მართეს ჩვენი ქვეყანა. როგორ ჩაგრეს, აწამეს, დატანჯეს ჩვენი ხალხი. 20% ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ჩააბარეს რუს ოკუპანტს. რუსეთის ბოლო ჯარი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს. რამდენიმე თვეში ეს კაცი და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი არ გაჩერდა და დააბრუნეს კიდევ უფრო ძლიერად. ააშენებინეს ბაზები აფხაზეთში, სამაჩაბლოში და ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, ჯერ მანამდე, რა თქმა უნდა, კაპიტულანტურ განცხადებას რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირდაპირ ჩვენს ქართველ სამხედროებს დაავალეს ომის დაწყება. გესმით ხო რამხელა უზნეობა და ამორალური, ანტიეროვნული, მოღალატეობრივი გადაწყვეტილებაა. ომში რა გვაჩვენა და რა სახე გვაჩვენა ყველამ კარგად ვიცით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.


მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები, ინფრასტრუქტურა გადასცა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს და გაუუქმა სავიზო რეჟიმი.


„ომის შემდეგ რამდენიმე თვეში სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთს. დღეს როცა ომი მიმდინარეობს უკრაინაში, დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ დავაწესოთ სავიზო რეჟიმი რუსებისთვის, რომელიც თავად გააუქმეს ჩვენი ომის შემდეგ, გესმით ხო, სად არიან, რაზეა საუბარი. ამიტომ ვიკითხე, ვის ემსახურებით მეთქი, რომელ ქვეყანას ემსახურებიან. უბედურება და ტრაგედია არ არის, რომ კაცი 9 წელი იყო პრეზიდენტი, თავისი ნებით დათმო ქართული პასპორტი და რამდენიმე კვირის წინ ჩართვაზე განაცხადა, რომ არის უკრაინის მოქალაქე, საუბარი დაიწყო უკრაინულად და მოითხოვა თარჯიმანი. რატომ ვიმეორებ ამ ყველაფერს, ომის შემდეგ ისევ სააკაშვილის ხელისუფლებამ, მთავრობამ კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ინფრასტრუქტურა, რომელზეც ქალბატონი თეონა აქუბარდია საუბრობდა გადასცა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს და გაუუქმა სავიზო რეჟიმი. დღეს გვეუბნებიან რომ გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ტურისტებისთვის და შევწყვიტოთ ყოველგვარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ახლა მოდით ვკითხოთ ამ ადამიანებს და საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მაგალითად ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გააგრძელა სამხედრო ბაზების მშენებლობა საქართველოში მომხდარიყო თუნდაც ორგანიზება საერთაშორისო პარტნიორების, მათი ლობისტების, მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტების, ზოგიერთი ევროპარლამენტარის და ა.შ. რომლებიც დღეს გამოდიან და ლექციებს გვიკითხავენ, რომ მომხდარიყო სანქციების დაწესება რუსეთისთვის. ვინმეს ახსენდება რომ საერთოდ ვინმემ რამე გააკეთა ამ მიმართულებით? ნული, არავითარი. მცდელობაც კი არ გვახსოვს არავის. მაგრამ დღეს გვიკიჟინებენ, რომ უკრაინის ომის გამო ჩვენ დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები, დავანგრიოთ ჩვენი ეკონომიკა, ვაზარალოთ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, ჩვენი მილიონი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს რუსეთში. ეს არის ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია, თუმცა ეს არის სრული ლუსტრირება იმისა, თუ ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური ოპონენტი,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930