გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სტაბილურობა

24-03-2023

ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით.


„მინდა ვთქვა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ჩვენ ბოლო ორი წელი გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს გამოდის უკვე 8 000 დოლარი, წელს ასე იქნება ყოველ შემთხვევაში. შენარჩუნებული არის მშვიდობა, სტაბილურობა, და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ეს არის საკითხები, რომელზეც ქალბატონი თეონა აქუბარდია და კითხვების ავტორები უნდა ფიქრობდნენ. მე მინდა, მათი პოზიცია გავიგო, როგორ აფასებენ ჩვენი დესტრუქციული, ქვეყნის შიგნით მოქმედი მეხუთე კოლონის რადიკალურ ექსტრემისტულ მოქმედებებს და უწოდებენ თუ არა ისინი საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930