გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი თეონა აქუბარდიას: არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე

24-03-2023

არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია და ახლა ველოდებით კანდიდატის სტატუსს-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის დეპუტატს თეონა აქუბარდიას.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას საქართველოში წარსულის დაბრუნება სურს, რაც არ მოხდება.


„ერთს გეტყვით ქალბატონო თეონა. წარსულში ხართ თქვენ ჩარჩენილები. თქვენ გინდათ წარსულის დაბრუნება საქართველოში, რომელიც არ მოხდება. თქვენც ხართ ასევე მართული, დაკავშირებული დესტრუქციულ, რადიკალურ ძალასთან, რომელიც არის სააკაშვილის და ნაცმოძრაობის პარტია. ეს არის რეალობა, თქვენ თუ გაინტერესებთ. თქვენ ასევე თუ გაინტერესებთ ჩვენი ხედვები, მომავლის ხედვები, შეგიძლიათ მიყუროთ და მისმინოთ, უსმინოთ მინისტრებს, ჩვენს დეპუტატებს მომავლის ხედვებზე, გეგმებზე, ამბიციურ, მათ შორის ძალიან ბევრ პროექტზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელსაც განვახორციელებთ თქვენს გარეშე. თქვენ მინდა გიპასუხოთ, ქალბატონო აქუბარდია, რომ თქვენ საერთოდ არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე. არც თქვენ და არც თქვენს მმართველ, მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა ძალიან ბევრი ევროპულ გზაზე, როგორიც გახლავთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი მოტანილი, სწორედ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი და ახლა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930