გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი შოთაძე: მე არ ვეთანხმები განაჩენს... უტყუარად დადგენილია სარალიძის მკვლელის ვინაობა  

3-08-2018


„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძოებო კომისიის სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ ირაკლი შოთაძეს სთხოვა, რომ მცირე ანგარიში წარმოედგინა გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების პროცესზე და გაეკეთებინა დამდგარი შედეგის მიმართ შეფასება.

 

„უპირველეს ყოვლისა, როგორც თქვენთვის ცნობილია 2016 წლის იანვარში ამოქმედდა ახალი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და მთლიანად ეს კოდექსი მორგებულია არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე. სწორედ ამ კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვანი პიროვნება ნებისმიერი სისხლისსამართლის საქმეზე ბრალდებულის სტატუსით მოსარგებლე შეიძლება პატიმრობაში იმყოფებოდეს, ანუ მისი პატიმრობის ვადის გაგრძელება არ შეიძლება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიება შეზღუდული იყო ვადაში, რომ მას ეს გამოძიება უნდა დაესრულებინა 30 დღეში ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებული განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებულებისათვის უნდა შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სხვა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით, რაც რა თქმა უნდა დამეთანხმებით, რომ არანაირად არ იქნებოდა შესაბამისობაში აღკვეთი ღონისძიების გამოყენების მიზნებთან. სწორედ ამიტომ, შსს და მისი გამომძიებლები შეზღუდულები იყვნენ ვადაში და ამ ვადის განმავლობაში მე თუ მახსოვრობა არ მღალატობს, ჩატარებულია 600-ზე მეტი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, და ამ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ 2 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრი დევნა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის. ეს საქმე წარიმართა სასამართლოში და ამ პირების  მიმართ დამდგარი არის გამამტყუნებელი განაჩენი, ისინი მსჯავრდებულები არიან დღესდღეობით,  თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში რაც არის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები დაბადა ამ განაჩენმა, პირველი ინსტანციის განაჩენს გარკვეულ ნაწილში მეც არ ვეთანხმები რა თქმა უნდა, და ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ეს განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მთავარი ის არის, რომ მართლმსაჯულების პროცესი გრძელდება. როგორც თქვენთვის ცნობილია არსებობს სამ-ინსტანციანი სასამართლო განხილვები საქართველოში, შესაბამისად უფრო მაღალი ინსტანციის ორმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, და იმ ნაწილობრივად გამართლების ნაწილში რამდენად სწორი სამართლებრივად გამართული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გ.ბ-ს ნაწილში, როდესაც მას მოუხსნა დავით სარალიძის მკვლელობა, ამოურიცხა ბრალდებიდან. მე პირადად ამას არ ვეთანხმები, ვინაიდან იმ მტკიცებულებებით, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა და რომელსაც საფუძვლად დაედო ბრალდება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება გ.ბ-დ მხრიდან დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტის ჩადენა. შესაბამისად, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მართლმსაჯულების პროცესი გრძელდება, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება“- განაცხადა შოთაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031