გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის განცხადება

27-03-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ სავადო თარიღებს:

  • მიმდინარე წლის 31 მარტი, 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა;
  • 1-ლი აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება იგი, მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა

https://www.youtube.com/watch?v=uJCpbfl-sEM

ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის

https://www.youtube.com/watch?v=nAPiB6jbChU

საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას

https://www.youtube.com/watch?v=zJoln7nFaME

საგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას

https://www.youtube.com/watch?v=Y0inKNc6m7o

მცირე ბიზნესის მიერ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია იმ შემოსავალზე, რომელზეც არ ვრცელდება სპეციალური  (მცირე ბიზნესის) დაბეგვრის რეჟიმი

https://www.youtube.com/watch?v=b8YMt5WFWhg

ვიდეო ინსტრუქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ

https://rs.ge/VideoInstructions

გზამკვლევები იხილეთ აქ

https://rs.ge/brochures

 

ხშირად დასმული კითხვები:

ფიზიკური პირებისთვის

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1

იურიდიული პირებისთვის

https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930