გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: წამების პრევენციის საბჭო მწამებელი სააკაშვილის ბედით დაინტერესდა

27-03-2023

დიდი ინტერესით ველით წამების პრევენციის საბჭოს დასკვნას. ასევე, ველით შეფასებებს დღევანდელი და მაშინდელი ციხის მდგომარეობის, პატიმართა უფლებების დაცვის შესახებ. განსხვავება სასიკეთოდ იმდენად თვალშისაცემია, რომ გაუჭირდებათ ამის დამალვა, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

 

როგორც ის აღნიშნავს, საბჭოსგან ერთადერთი ობიექტური დასკვნა შეიძლება არსებობდეს - მწამებლები არ შეიძლება იყვნენ ლუქს პალატაში და მათი ადგილი ციხეშია, თუმცა, ჩიბურდანიძე ეჭვობს, რომ წამების პრევენციის საბჭო საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიგზავნა.

 

„რამდენჯერ ინატრა ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამ საბჭოს საქართველოში ჩამოსვლა. რამდენმა მისწერა მაშინ წერილი ევროსაბჭოს, რომ შეესწავლათ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები ადამიანების, განსაკუთრებით კი პატიმრების ბედი. მაგრამ, ამაოდ. დღეს კი ევროპის წამების პრევენციის საბჭო საქართველოში მწამებელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდა. დიდი ინტერესით ველით მათ დასკვნას. ასევე, ველით შეფასებებს დღევანდელი და მაშინდელი ციხის მდგომარეობის, პატიმართა უფლებების დაცვის შესახებ. განსხვავება სასიკეთოდ იმდენად თვალშისაცემია, რომ გაუჭირდებათ ამის დამალვა.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლას, წამების პრევენციის საბჭო მხოლოდ ერთ დასკვნას თუ დადებს - მწამებლები არ შეიძლება იყვნენ ლუქს პალატაში, მათი ადგილი მხოლოდ ციხეშია. ვეჭვობ, წამების პრევენციის საბჭო მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოგზავნილი საქართველოში, რათა კიდევ ერთი განცხადება გააკეთონ სააკაშვილის ეგრეთწოდებული „წამებისა და არაადამიანური“ მოპყრობის შესახებ. მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეყოფათ გამბედაობა და კიდევ ერთ შეურაცხყოფას არ მოგვაყენებენ ქართველ ხალხს“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930