გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზურაბიშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე: ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, epp-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ, ისე, მაგათგანაც მარაზმია

27-03-2023

თუ პატიმრისადმი თანადგომის გამოხატვა უნდოდათ, შეეძლოთ სხვანაირად გამოეხატათ და არა მაინცდამაინც იმ სფეროში დამსახურების აღნიშვნით, სადაც მის მმართველობას ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა - ასე ეხმიანება დავით ზურაბიშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას.


როგორც დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, epp-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ.


„ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, epp-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ. ისე მაგათგანაც მარაზმია, ჩემი აზრით. თუ პატიმრისადმი თანადგომის გამოხატვა უნდოდათ, შეეძლოთ სხვანაირად გამოეხატათ და არა მაინცდამაინც იმ სფეროში დამსახურების აღნიშვნით, სადაც მის მმართველობას ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდა“, - წერს დავით ზურაბიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031