გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: თეა წულუკიანი უბრალოდ არ ახორციელებდა პროცესიალურ ხელმძღვანელობას, ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა

3-08-2018

მმართველი გუნდის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისტვის გაუგებარია, თუ რატომ ხდება „ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით.
მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით წულუკიანი პროცესიალურ ხელმძღვანელობას არ ახორციელებდა, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა.
„ბატონო სერგი, ქალბატონო თეა, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ნამდვილად არ ვიცი რატომ ხართ აქ გამოძახებული, ეს გადაწყვიტა კომისიის უმრავლესობამ და თუ აქ საქმე იმაშია, რომ თქვენ მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების გამო უნდა გამოიკითხოთ ამ კომისიაზე თქვენ, ამ ლოგიკით შეიძლება გამოიკითხოს ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ გარდა. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით დაველოდები ჩვენი ოპონენტების კითხვებს და ამის მერე თუ რამე კითხვა მექნება, მერე დავსვამ ნამდვილად. იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ გაუწყებთ, თუ თქვენ ეს არ იცით, რომ ქალბატონი თეა უბრალოდ არ ახორციელებდა პროცესიალურ ხელმძღვანელობას. ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა“- განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031