28-03-2023
გარემოს დაცხისა და სოფლის მეურნეობის მიინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა.
ქ. გორში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს აკვაკულტურის სექტორში არსებული სიახლეები და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
„აკვაკულტურის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის წარმოებისთვის, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ლაბორატორიულად შემოწმება. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებით", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის, მათ შორის, თევზის დაავადებების კვლევის მეთოდები.
გორში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი,აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024