გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წელს 130 გეგმიურ შემოწმებას განახორციელებს

29-03-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გეგმიურ შემოწმებათა 2023 წლის გეგმა დამტკიცდა.


„შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმიური ინსპექტირებაა, ვინაიდან კომპანიები ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს,” - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.


მიმდინარე წლის განმავლობაში, დეპარტამენტი საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობას 130 ობიექტში შეამოწმებს. მათ შორის, დაგეგმილია 109 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების, 1 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების, 7 - სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის და თევზჭერის ლიცენზიის  პირობებისშესრულების, 13 კი, სოჭის გირჩითსარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება.


გეგმიური შემოწმებების პარალელურად, მოქალაქეების განცხადებებისა და ცხელხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არაგეგმიურ ინსპექტირებებს მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930