გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ჩიქოვანი: ევროპის პალატის რეიტინგში საქართველოს წინსვლა განპირობებულია იმ რეფორმებით, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობისთვის განხორციელდა

3-08-2018

„რეიტინგი ემყარება იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის კეთებას. შესაბამისად, ეს წინსვლა განპირობებულია იმ რეფორმებით, რომელიც სამთავრობო პოლიტიკის შესაბამისად ამ მიმართულებით განხორციელდა“ - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა ევროპის პალატის რეიტინგში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, წლის დასაწყისში განხორციელდა მრავალი საგადასახადო რეფორმა, რომელიც ინიცირებული იყო ფინანსთა სამინისტროს და შემდეგ უკვე მთავრობის მიერ. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო სისტემის გამარტივება, შესაბამისად, მომდევნო წელს უნდა ველოდოთ ამ რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რომელიც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ქვეყნის ზოგადად რეიტინგზე და ბიზნესგარემოზე, ვინაიდან ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის კეთებისთვის ჩვენი როგორც საგადასახადო სისტემა, ისე ზოგადად პოლიტიკა“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს საგადასახადო სისტემა ზოგადად ლიბერალურია გადასახადების რაოდენობიდან გამომდინარე, მითუმეტეს, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და ასევე იმ ინიციატივებიდან გამომდინარე, რომელთა განხორციელებაც იგეგმება და რაც მცირე ბიზნესს კიდე უფრო ხელს შეუწყობს მარტივი აღრიცხვიანობის, ასევე დღგ-სა და წინასწარ ავანსად გადახდის მიმართებაში. „ყველა ის ნაბიჯი, რომლებიც ამ ბოლო თვეებში დაანონსდა, განსაკუთრებით ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც, თავისთავად იწვევს ზოგადად ეკონომიკის გაუმჯობესებას, ცხოვრების დონის ამაღლებას და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას“ - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031