ონში წარმატებული სტუდენტების წახალისების მიზნით მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დასრულდა
30-03-2023
ონის მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტების წახალისების მიზნით მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დასრულდა.
2023 წლის მერის სტიპენდიანტები გახდნენ:
გიორგი ხომასურიძე - საშუალო ქულა 99,42.
გიორგიმ 2019 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ონის საჯარო სკოლა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.
ლიკა თაგვაძე - საშუალო ქულა 97,57.
ლიკამ 2019 წელს დაამთავრა ონის საჯარო სკოლა და 100%-იანი უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებით სწავლობს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე მხატვრული კერამიკის მიმართულებით.
ანი გამყრელიძე - საშუალო ქულა 97,40.
ანიმ 2020 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ონის საჯარო სკოლა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018- 2019 სასწავლო წელს, როგორც „ფლექსის" პროგრამის გამარჯვებული, მე-11 კლასში სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში - კოლორადოს შტატში.
აკაკი მეტრეველი - საშუალო ქულა 94.27.
აკაკიმ 2019 წელს დაამთავრა ონის საჯარო სკოლა, მოიპოვა 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსება და ჩაირიცხა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის მიმართულებით. ამჟამად გაცვლითი სემესტრით სწავლას განაგრძობს ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე.
ეკატერინე გაგნიძე - საშუალო ქულა 94,00.
ეკატერინემ 2017 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ონის საჯარო სკოლა და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში: სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2021 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი და იმავე წელს სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაზე საქართველოს ეროვნულ უნივერსტეტში - ადამინური რესურსების მართვის მიმართულებით.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება. აღნიშნული სტიპენდიის მიზანიც სწორედ ამას ემსახურება, წავახალისოთ და მივცეთ მოტივაცია წარმატებულ სტუდენტებს სწავლასა და შემდგომ საქმიანობებში.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 5 წარმატებული სტუდენტი (ოთხი ბაკალავრი და ერთი მაგისტრი). აღნიშნული ინიციატივა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
კონკურსთან დაკავშირებით, კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ:
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს - მანანა ჩაგელიშვილს.