გაიგე განსხვავებული

შაბათი, მარტი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა, ამ გეოპოლიტიკურ, პარადოქსულ ომში რომ ჩართულიყო, გაინტერესებთ? - დაგუგლეთ: ბუჩა, ბახმუტი, უკრაინული ქალაქები და მიხვდებით

30-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო კამპანიაში ჩართვას გარკვეული ძალები ცდილობდნენ, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ქადაგიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ნატოს წევრი და დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოს - თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომში ჩართვა მისი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნებოდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შედეგებს მოუტანდა ომი საქართველოს, რომელიც არც სამხედრო ალიანსის წევრია და სამხედრო დოქტრინაც მხოლოდ თავდაცვაზე აქვს აგებული.

 

„რა საინტერესოა, ერდოღანიც რუსულ ნარატივს ავითარებს თუ როგორაა საქმე? არ დაგვავიწყდეს, თურქეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და მსოფლიო ათეულში შედის სამხედრო პოტენციალით... ჰო და წარმოიდგინეთ, რომ ეს სახელმწიფო ღიად აცხადებს, ამ დამღუპველ ომში ჩართვა, თურქეთისათვის დამანგრეველი იქნებოდაო.

 

ახლა წარმოვიდგინოთ საქართველო, რომელიც არანაირ საერთაშორისო სამხედრო ალიანსში არაა გაწევრიანებული, ეროვნული სამხედრო დოქტრინა „თავდაცვაზე“ აქვს აგებული და მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უჭირავს ხელთ. რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა, ამ გეოპოლიტიკურ, პარადოქსალურ ომში რომ ჩართულიყო, გაინტერესებთ? დაგუგლეთ: ბუჩა, ბახმუტი, უკრაინული ქალაქები და მიხვდებით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31