გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე: მან აირჩია გზა, რომელიც აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან, მისი ამომრჩევლებისგან და აახლოებს მათთან, დესტაბილიზაციით და მოლოტოვის კოქტეილებით რომ სურთ ევროპისკენ გზის გაკაფვა

31-03-2023

მე ველოდი "პრეზიდენტი"-ს ასეთ გამოსვლას და ვფიქრობ, ბევრი ელოდა, სხვა შინაარსი და პათოსი მისგან მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა და შეუძლებელიც, რადგანაც მან ირჩია ის გზა რაც ირჩია, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.


ანჯაფარიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი წლიური მოხსენებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზურაბიშვილმა აირჩია გზა, რომელიც მას აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან, თუმცა, აახლოებს დესტაბილიზაციის მსურველებთან.


„მე ველოდი "პრეზიდენტი"-ს ასეთ გამოსვლას და ვფიქრობ ბევრი ელოდა, სხვა შინაარსი და პათოსი მისგან მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა და შეუძლებელიც, რადგანაც მან ირჩია ის გზა რაც ირჩია - გზა რომელიც მას აშორებს საქართველოს მოსახლეობისგან, უპირველეს ყოვლისა მისი ამომრჩევლებისგან და აახლოებს მათთან, დესტაბილიზაციით და მოლოტოვის კოქტეილებით რომ სურთ ევროპისკენ გზის გაკაფვა.


ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე საქართველოს საზოგადოებას არაერთი მწარე გაკვეთილი უგემია. ზოგჯერ გამოუტანია სწორი დასკვნები, ზოგჯერ ვერა. გაკვეთილიდან სახელწოდებით "სალომე ზურაბიშვილი" იმედია სწორი დასკვნები გაკეთდება“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930