გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

5-08-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.


მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხისა და სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგანბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზის მოპოვებას. მათ ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.


ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშუალის ნიშნებს, მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს შესაბამის რაიონულ პოლიციაში გადაიგზავნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31