1-04-2023
მარტის აქციების დროს სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა პირველადი ჩვენებით მან ეს ფაქტი დაადასტურა.
საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის, მაგრამ მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილმა ბრალდებული პოლიტპატიმრად გამოაცხადა. ისინი არ იხილავენ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ავ-კარგიანობას, პირიქით ამ ფაქტს არც გამორიცხავენ, მაგრამ მათთვის ეს მოცემულობა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, გამართლებულიც კია.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მათი მტკიცებულებები უტყუარია. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების გეგმა, რომ აქტიურად განიხილებოდა, ეს აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილის სავარაუდო მიმოწერიდანაც ჩანს.
ტექსტურ მიმოწერაში ასახულია, თუ როგორ გეგმავდნენ ახალგაზრდები აქციას რუსთაველის გამზირზე და რა გეგმები ჰქონდათ მათ. მიმოწერაში ფიგურირებს, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც.
ჯგუფის წევრები ანონიმური სახელებით აქტიურობდნენ. მიმოწერაში აღნიშნულია, თუ როგორი ტანსაცმელი უნდა სცმოდათ ახალგაზრდებს, ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაზე და სხვა.
„მოლოტოვს ვინც გააკეთებს, მე მსროლელი ვარ“, „კარგი ინფო უნდა ინახოს, ინსტრუქცია დასამზადებლად“, „ვისაც კარგი მიზანი აქვს სჯობს კვერცხები, საღებავები ან ქვები ესროლოს“, „ჩაიცვით სპორტული შავი ტანსაცმელი. სპორტული ტანსაცმელი კომფორტულია ხანგრძლივი აქციის დროს. შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას ამოცნობა გაუჭირდება. სახის დასაფარად ბენდენა და მსგავსი აქსესუარები გამოგადგებათ. სახლში დაბრუნებისას ფერად ტანსაცმელში გადაცმა ამოცნობისგან უკეთ დაგიცავთ“, - აღნიშნულია მიმოწერებში.
16-11-2024
16-11-2024