გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვასილ მაღლაფერიძე ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერებზე: იქნებ სერიოზული არგუმენტები აქვთ და დანარჩენ საზოგადოებასაც დაარწმუნებენ, რომ უკმაყოფილების გამოხატვა "მოლოტოვის კოქტეილით" დაშვებულია - ამ საკითხზე კარგი იქნება ინტერვიუ ვიოლა ფონ კრამონთანაც

1-04-2023

თუ ადვოკატები დაამტკიცებენ, რომ იმ ადამიანს არ უსვრია ცეცხლგამჩენი ბოთლი, ძალიან კარგი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს თავად "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ფაქტს (ისე იკითხება, რომ ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ), - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მაღლაფერიძის თქმით, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები, ფაქტობრივად ითხოვენ, რომ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება იურიდიულად დაკანონდეს.

 

მისივე განცხადებით, საინტერესოა, რა არგუმენტები აქვთ აღნიშნული პოზიციის მქონე ადამიანებს, ისევე როგორც საინტერესოა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია, რომელიც გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა.

 

„თუ ადვოკატები დაამტკიცებენ, რომ იმ ადამიანს არ უსვრია ცეცხლგამჩენი ბოთლი, ძალიან კარგი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს თავად "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ფაქტს (ისე იკითხება, რომ ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ). ვფიქრობ, რომ ტელევიზიებმა მაქსიმალურად უნდა დაუთმონ ეთერები იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ, რომ "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა დასჯადი არ უნდა იყოს, ანუ, ფაქტობრივად, ამგვარი ბოთლების გამოყენების იურიდიულად დაკანონებას ემხრობიან. იქნებ სერიოზული არგუმენტები აქვთ და დანარჩენ საზოგადოებასაც დაარწმუნებენ, რომ უკმაყოფილების გამოხატვა "მოლოტოვის კოქტეილით" დაშვებული უნდა იყოს. ამავე საკითხზე კარგი იქნება ინტერვიუ (მკაფიო შეკითხვებით და პასუხებით) ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონთანაც, საინტერესოა მისი პოზიცია - რას გვთავაზობს და რა რეკომენდაციას გვაძლევს.

 

დღეს რაც მსოფლიოში ხდება, იმასთან შედარებით საქართველოში არსებული პოლარიზაცია ბავშვურ ბუტიაობად ჩანს და ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევა "მოლოტოვის კოქტეილებით" თუ დავიწყეთ, ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, უცებ გადავუსწრებთ ყველა ქვეყანას და ცეცხლის ალში გავხვევთ ქვეყანას“ - წერს მაღლაფერიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930