გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ის სამეცნიერო ჟურნალი ERIH PLUS ბაზაში შევიდა

3-04-2023

თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი „ქრონოსი“ „ერიჰპლუსის“ (ERIH PLUS) აკადემიური ჟურნალების სამეცნიერო ბაზაში შევიდა.

 

„ქრონოსი“ ყოველწლიური, ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალია, რომელიც პირველად 2020 წელს გამოვიდა. ჟურნალში ქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ორიგინალური ნაშრომები ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის და ხელოვნების ისტორიის დისციპლინებიდან.

„ერიჰპლუსი“ („European Reference Index for the Humanities and Social Sciences“) არის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში სამეცნიერო ჟურნალების ბაზა, რომელსაც ინტენსიურად იყენებს ევროპული სამეცნიერო საზოგადოება.

 

„ერიჰპლუსი“ შეიცავს განახლებად მონაცემებს ევროპული სამეცნიერო ჟურნალების შესახებ. „ერიჰპლუსის“ სამეცნიერო ბაზაში საქართველოდან ამჟამად 16 სამეცნიერო ჟურნალია ჩართულია. „ქრონოსის“ ჩართვა „ერიჰპლუსის“ სამეცნიერო ბაზაში არის ჟურნალის მომზადების ფარგლებში უკვე გაწეული სამუშაოს დადებითი შეფასება. ამავე დროს, „ქრონოსის“ „ერიჰპლუსში“ ინდექსირება უდიდესი მნიშვნელობისაა ჟურნალის სამომავლო განვითარებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30