6-08-2018
„ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რუსების 23%-ს „კარგად ახსოვს“ 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიანი ომი“. კითხვაზე - „იცით თუ არა, რა ხდებოდა მაშინ?“, გამოკითხულთა 56%-მა უპასუხა, რომ „ამ საკითხზე რაღაც-რაღაცეები გაუგიათ და წაუკითხავთ“, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ომის თაობაზე პირველად ესმით - 18%. „ლევადა-ცენტრის“ დირექტორის ლევ გუდკოვის თქმით, რუსულ მედიაში ანტიქართული პროპაგანდის პიკი 2008 წლის აგვისტოში იყო, „კონფლიქტის შემდეგ კი საქართველოზე არც კარგს წერდნენ და არც ცუდს - მასმედიამ მკვეთრად შეამცირა ამ ქვეყნის შესახებ მასალების გავრცელება“-ამის შესახებ რუსული გამოცემა „КоммерсантЪ“-ი ლადა შამარდინას ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:
„იმ რუსების აზრით, რომლებმაც მეტ-ნაკლებად რაღაც მაინც იციან ომის შესახებ, პასუხიმგებლობა უმთავრესად ეკისრება თვით საქართველოს (34%). გამოკითხულთა ერთი მეოთხედი (24%) მიიჩნევს, რომ დამნაშავე აშშ და ნატოს ქვეყნებია, ხოლო 20% თვლის, რომ ყველას ბრალი თანაბარია. ომის დაწყებაში რუსეთის ლიდერებს გამოკითხულთა მხოლოდ 5% ადანაშაულებს, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ლიდერებს კი - რესპოდენტთა 3%. 12%-ს ამ საკითხის გარკვევა უძნელდებათ“-განაგრძობს გამოცემა.
როგორც „კომერსანტს“ ლევ გუდკოვმა განუცხადა, ომის გადაბრალება დასავლეთზე უკავშირდება „მათ მიმართ ტრადიციულ ნეგატიურ დამოკიდებულებას“. მისი თქმით, „მთელი მაშინდელი ანტიქართული პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ რუსეთს ეწინააღმდეგება არა საქართველო, არამედ აშშ და ნატო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან დგანან“.
19-12-2024
18-12-2024