გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე: არავის აინტერესებს არც ერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია - სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა

3-04-2023

არავის აინტერესებს არც ერთი ადამიანის ვიზუალი და სექსუალური ორიენტაცია. ეს არის თემის გადაფარვის მცდელობისთვის ოპოზიციის მიერ წამოსროლილი სიტყვები - თვითონ უსვამენ ამას ხაზს განსაკუთრებულად ბოლო დღეების განმავლობაში. სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა და ვერ იქნება კომპრომისი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ლაზარე გრიგორიადისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

როგორც მდინარაძემ განმარტა, 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ვიზუალი ან ორიენტაცია სახელმწიფოსთვის არ არის საინტერესო.

 

მისი თქმით, მთავარია ის, თუ რას აკეთებდა აღნიშნული პიროვნება, რაში ედება ბრალი და რა მტკიცებულებებია საქმეში მისი ბრალდების დასამტკიცებლად.

 

მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ სამართალდამცავის ცოცხლად დაწვის მცდელობაზე მკაცრად არამხოლოდ საქართველო, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყანა რეაგირებს.

 

„მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებსაც დღე და ღამე აქვთ გასწორებული, ტყვიაზე მიდიან ჩვენი, თქვენი, ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამო. შენ დგახარ, ესვრი მოლოტოვის კოქტეილს რომ დაწვა ცოცხლად, მერე ღვთის ნებით, დამზღვევი მექანიზმების გამოყენებით, კარგად იყვნენ დატრენინგებული და გადაირჩინეს თავი ცოცხლად დაწვისგან და თურმე, ეს უნდა „გავატაროთ“, იმიტომ რომ რომელიღაც ოპონენტს უთქვამს, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო იჩაგრებაო. არავინ არაფრის გამო არ იჩაგრება ამ ქვეყანაში, ძალიან დიდი ხანია არაერთი წელია უკვე - 2012 წლამდე პერიოდი არ არის.

 

 არავის აინტერესებს არც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, არც განსხვავებული შეხედულება თუ გამომეტყველება და არც განსხვავებული ვიზუალი ვინმესი. მთავარია, რას აკეთებდა, რაში ედება ბრალი და რაზეა მტკიცებულება. პოლიციელების ცოცხლად დაწვას, არამხოლოდ საქართველო, არამედ ვერცერთი ქვეყანა ვერავის „გაუტარებს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930